დიღმის მასივში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Prime Time News-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

პრესსამსახურის თანამშრომლის ტატო კუჭავას განმარტებით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სამინისტროში გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ.

 

"რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს". - აცხადებენ სამინისტროში.

 

Prime Time News-ის ინფორმაციით დიღმის მასივში 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი "ბიო პლანის" მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.