საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

 

"თუ თქვენ უკვე შეგისრულდათ 17 წელი ან ხართ სტუდენტი, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტო გთავაზობთ შეღავათიან ტარიფს მართვის მოწმობის მისაღებად - გამოცდაზე პირველადი გასვლისას 55 ლარის ნაცვლად, თქვენ მოგიწევთ მხოლოდ 15 ლარის გადახდა.


17 წლის პირმა შეღავათის მისაღებად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა (დედანი ან მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სასწავლო დაწესებულების (საჯარო სკოლა ან მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება) მიერ გაცემული შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მშობელი ან მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისათვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ,,სტუდენტი" - ს აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი", - აღნიშნულია განცხადებაში.