გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილისგან კახა კალაძის განაწყენების კონკრეტული მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ ენერგეტიკის მინისტრი ექსპრეზიდენტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სააკაშვილმა კალაძეს მიწების ნახევარ ფასად მიყიდვაზე უარი უთხრა.

 

"მისგან მორალის კითხვა არის უხერხული 9-დან 6 წელი ყველამ იცის, ის რა ამპლუაში იყო. ეს ადამიანი უკვე მეოთხედ კრეტინებს და დებილებს გვიწოდებს. მე ვიცი, როდის გახდა ის სააკაშვილის მტერი და მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს. როდესაც ნახევარ ფასად სააკაშვილმა მიწების მიყიდვაზე უარი უთხრა, ახლა გახდა სააკაშვილი ცუდი?!" - განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემაში „პოზიცია“.