ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი პუტინის შეცდომებზე საუბრობს. მისი თქმით რუსეთის ფედერაცია უახლოეს მომავალში დაიშლება, რაც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია.

 

,,პუტინი ხაფანგში თავად გაება, თუმცა ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდება. ის იდიოტია! თანამედროვე პოლიტიკა კი, ძირითადად ეკონომიკაზე გადის. როგორც გითხარით, პუტინმა უკვე საკმაოდ დიდი ფული დაკარგა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში, პუტინი პენსიას ვერ გადაიხდის, ვერც სოციალურ დახმარებებს გასცემს და რუსეთში ბევრად მეტი ღარიბი მოსახლეობა გაჩნდება. ეს კი, შიდააფეთქებებს აუცილებლად გამოიწვევს.

 

რა თქმა უნდა, რეალურია მოსაზრება, რომ რუსეთი მალე დაიშლება! ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, ღიად ვაცხადებდი, რომ რუსეთის გადარჩენის ერთადერთი შანსი მისი დაშლაა. შესაძლოა დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფო გაჩნდეს, რომელიც ერთი პრინციპის ირგვლივ გაერთიანდება, ასე რომ, უკრაინის მოვლენები რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, რუსეთის დაშლა აუცილებლად დაიწყება. პრინციპში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. დასავლეთი კი აქ არაფერ შუაშია. ევროპაა დამნაშავე, რომ რუსეთამა ტერიტორიები დაიპყრო ან თათრებს, ინგუშებსა და ჩეჩნებს თავისუფლება სურთ?, არა, მათ ეს ყოველთვის უნდოდათ, რადგან კავკასიის ომი არავის დავიწყებია’’- საუბრობს „ვერსიასთან“ ოლეგ პანფილოვი.