მიზეზი, როგორც “თი-ვი-ემ-არ საქართველო”-ს დირექტორი, ნინო გოგოლაძე აცხადებს კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების შეუტყობინებლობა გახდა.

 

 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები “თი-ვი-ემ-არ საქართველო”-ს ოფისში ინფორმაციის ამოსაღებად გუშინ საღამოს მივიდნენ. ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, როდესაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს განუმარტეს, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყეს, ისინი ოფისიდან წავიდნენ, მოგვიანებით კი დაბრუნდნენ და იმ ადამიანების სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ორგანიზაციას “ფიფელმეტრების” მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადა 10 მარტამდე მისცა. იმის გამო, რომ კვლევითმა ორგანიზაციამ ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა, მას ფინანსური სანქცია დაუწესდა.