თბილისის ცენტრში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.


ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე აფეთქება დილით მოხდა. დამწვრობა მიიღო დედა-შვილმა. დაშავებულები თერმული დაზიანების ცენტრში არიან გადაყვანილები.


შემთხვევის შედეგად, ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი შენობა ჩამოინგრა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.