გიგი უგულავა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს პროკურატურაში არ მივიდეს. ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, სააკაშვილი, არ უნდა მივიდეს პროკურატურაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
"ჩემი აზრით, მე ვურჩევ მიშას, რომ რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს. არ ვიტყვი სიტყვა "გამოძიებასთან", რადგან როდესაც ადამიანს 30 საკითხზე იბარებენ, ეს უკვე აღარ არის გამოძიება. მან არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევედით ამ სპირალში ქვეყანა მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ერთი ადამიანი - ეს არის შიზოფრენიკი ივანიშვილი. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ სიშლეგეზე უნდა იყოს მხოლოდ სიმშვიდე და 15 ივნისს, ერთად უნდა ავლაგმოთ ამ გათავხედებული ადამიანის სიგიჟეები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: