საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი ბარამიძის განცხადებით, ექს-პრემეირ ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას ბევრი ადამიანი ესწრებოდა და გაკვეთის კადრებიც არსებობს. განცხადება ამასთან დაკავშირებით ბარამიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

"ამ ექსპერტიზას ერთი და ორი ადამიანი კი არა ბევრი ესწრებოდა. ხათუნა გოგორიშვილი, ოთარ ყარალაშვილი, ლევან ჩაჩუა, ქალბატონი თამარ დეკანოიძე და კიდევ ი ერთი, ორი ადამიანი. მე იმ ოთახში არ ვყოფილვარ და ამიტომაც სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუმცა არსებობს ექსპერტიზის ოქმი და კადრებიც სადაც იქ მყოფი ყველა ადამიანია ასახული. ამას წინათ ქალბატონი თამარის შვილს დაურეკავს ერთ-ერთ გადაცემაში და უთქვამს, რომ მისი დედა იქ არ ყოფილა. ეს არის სრული სიცრუე და აბსურდი, ამას ამბობენ იმიტომ რომ ეს ადამიანი არის "ქართული ოცნების" წევრი. იქნებ დაინტერესდეთ ამით ის ჟურნალისტები, ვინც ამაზე კითხვებს სვამთ. როდესაც შენ აკავებ ექსპერტს, ეს არის პირდაპირი ზეწოლა და არ არის გამორიცხული რომ ამ ხალხზეც მოხდეს მსგავსი რამ", - აცხადებს ბარამიძე.