თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოწმის სახით ჩვენებას, Skype-ს საშუალებით, მხოლოდ ღია სასამართლო სხდომაზე მისცემს.

 

ამის შესახებ, გიგი უგულავამ, რამდენიმე წუთის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თბილისის ყოფილი მერის მტკიცებით, სააკაშვილი ივანიშვილისა და ფარცხალაძის მიერ მართულ პროკურატურას, ჩვენებას არ მისცემს.

 

„თუკი სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, უკვე არსებით განხილვისას, რომ ეს ის მოწმეა, რომელიც უნდა დაიკითხოს, რათა კონკრეტულ საქმეზე იყოს ჭეშმარიტება დადგენილი, მაშინ სასამართლო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას და მიხეილ სააკაშვილი „სკაიპის“ საშუალებით ჩაერთვება. ეს აპრობირებული მეთოდია სასამართლოში და მისცემს, ღია წესით, ჩვენებას, სადაც, დარბაზში ხალხი იქნება, კამერა ჩართული, მოსამართლე და მხარეები ესწრებიან და შესაბამისად, ყველა იმ შეკითხვაზე, რომელის მოსამართლეს ან მხარეებს ექნებათ კონკრეტულ საკითხებზე, მიხეილ სააკაშვილი გასცემს პასუხს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.