გამომძიებლები მკვლელობის გარემოებების დადგენას ცდილობენ, რომელიც კრასნოდარის მხარეში, ქალაქ აჩინსკში მოხდა. წინასწარი ვერსიით, 2014 წლის 24 თებერვალს, ღამით შელაპარაკება მოხდა მამაკაცსა და მასთან ერთად მცხოვრებ ქალს შორის, რა დროსაც მან რამოდენიმე დარტყმა მიაყენა ქალს თავში.

 


მიღებული ტრამვებისაგან ქალი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მამაკაცმა გვამს პოლიეთილენის პარკები შემოახვია და მას 30 დღის განმავლობაში სახლში ინახავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ახლობლის დახმარებით ნაგვის კონტეინერში მოათავსა, იუწყება სააგენტო ,,ინტერფაქსი’’.

 


ამჟამად მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და აღიარებით ჩვენებას აძლევს. გარდაცვილი ქალის გვამი ქალაქ ნაზაროვოს ნაგავსაყრელზე იქნა აღმოჩენილი. ეჭვმიტანილის ჩვენებების მიხედვით, მას მეგობარი ქალის ასოციალური ცხოვრების წესი აღიზიანებდა : ის არ მუშაობდა და გადაჭარბებული ოდენობით ალკოჰოლს იღებდა. ეს გახდა კონფლიქტის მიზეზიც.