ინგა გრიგოლია თათია დოლიძის შესახებ წერს
ამობეჭდვა · 2017-07-17 16:03:00 · 899 ნახვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელის გაერო-ში თათია დოლიძის შესახებ წერს:

"ობიექტური მიზეზების გამო (მაროს ნიშნობა გვქონდა), მეტად დამიგვიანდა რეაქცია იმ ყველაფერზე, რაც თათია დოლიძის შეურაცხყოფასა და მუქარას უკავშირდებოდა, ამ ამაზრზენ კომენტარებს რომ გადავხედე, ეგრევე გამახსენდა იცით რა? როცა პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით მემუქრებოდნენ, მათ შორის, ვინც ამ თემაზე ხორხოცობდა და ბილწსიტყვაობდა, უზარმაზარი პროცენტი კაცები იყვნენ.

ყველა კომენტარი მაქვს წაკითხული, რაც მაშინ იწერებოდა და მახსოვს, როგორ გამომაშტერა იმ დღეებში უცხო კაცების ყიჟინამ ....

ხოდა, რატომ დავწერე ეს ყველაფერი, რა სჭირთ ამ ე.წ  "ჯიგარ ქართველებს"?????? ჯვარი გვეწეროს, ყველა კაცი რომ ასეთი იყოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პროცენტულად აშკარად ჭარბობენ ლაფის სახალხოდ სროლასა და გინება-მუქარებში ქალებს, რითი აიხსნება ეს?".