თათია დოლიძის მიმართ სოცქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-07-17 16:07:00 · 401 ნახვა

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

"თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული",– აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.