19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ამობეჭდვა · 2017-07-17 17:17:00 · 983 ნახვა

 

19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც საზოგადოებრივს ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, გოგონა დეიდას ბინაში იმყოფებოდა. 

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დეიდა ამჟამად ფოთშია, ის გოგონას მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ურეკავდა და როდესაც ვერ დაუკავშირდა, დასახმარებლად 112-ს მიმართ. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბინაში ცხედარი იპოვეს . 

თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, რომ გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.