„ქართული ოცნება“ სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება
ამობეჭდვა · 2017-07-17 17:47:00 · 212 ნახვა

„ქართული ოცნება“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება. 

„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.